„ფეინოორდიდან“ მთავარი მწვრთნელი გაუშვეს

0
10

ბრიან პრისკე როტერდამის „ფეინოორდის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ ნიდერლანდური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
„ორივე მხარისთვის ძალიან საწყენია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბრიანის ხელში „ფეინოორდმა“ ჩემპიონთა ლიგაში შთამბეჭდავ შედეგეს მიაღწია, ბოლო თვეებში სიტუაცია ძალიან არასტაბილური იყო. და სამწუხაროდ ჩვენ პროგრესს ვერ ვხედავთ“ – განაცხადა „ფეინოორდის“ გენერალურმა დირექტორმა დენის დე კლოზემ.
დანიელი სპეციალისტი „ფეინოორდს“ 2024 წლის ივნისიდან ავარჯიშებდა. მანამდე, ის დანიის „მიდტიულანდს“, ბელგიის „ანტვერპენს“ და ჩეხეთის პრაღის „სპარტას“ ხელმძღვანელობდა.
„ფეინოორდი“ 39 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი