„სანტოსის“ პრეზიდენტმა ნეიმარის დაბრუნება დაანონსა

0
85

ბრაზილიის „სანტოსის’ პრეზიდენტმა მარსელო ტეიშეირამ კლუბში ნემარის დაბრუნება დაანონსა, რომელმაც საუდის არაბეთის „ალ აჰლისთან“ კონტრაქტი შეწყვიტა და თავისუფალი აგენტია.
„თითქოს, ეს კიდევ გუშინ იყო. დრო ძალიან სწრაფად მიფრინავს. ჩვენი ახალი ისტორიის დაწერის დრო დადგა. დაბრუნდი სახლში, სადაც დიდი სიხარულით გელოდებით“ – დაწერა ტეიშეირამ სოციალურ ქსელში.
ნეიმარი, რომელიც ამჟამად 32 წლისაა, „სანტოსში“ 2009-2013 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 225 მატჩში 136 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი