ლევანდოვსკი პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელად მეთორმეტედ დაასახელეს

0
19

„ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელად მეთორმეტედ დაასახელეს. ეს ჯილდო გაზეთმა Piłka Nożna-მ 1973 წელს დააწესა.
ლევანდოვსკი, რომელის ამჟამად 36 წლისაა, პირველად თავისი ქვეყნის საუეკეთესო მოთამაშედ 2011 წელს აღიარეს და მას მერე, ეს პრიზი მხოლოდ 2-ჯერ შეხვდა.
2018 წელს პოლონეთში საუკეთესოდ მეკარე ლუკაშ ფაბიანსკი („ვესტ ჰემი“) დაასახელეს, ხოლო 2023 წელს ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი, რომელიც მაშინ „ნაპოლიში“ თამაშობდა, ხოლო ახლა მილანის „ინტერშია“.
ლაშა თაბაგარი