ჩემპიონი შეკრებაზე კოსოვოელებს დაუზავდა

0
26

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის „იბერიამ“, რომელსაც ლევან კორღალიძე წვრთნის, პირველი ამხანაგურლ მატჩი კოსოვოს „დრიტასთან“ ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა.
30-ე წუთზე ანგარიში კოსოვოელებმა გახსნეს, ხოლო 38-ე წუთზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონიდან საპასუხო გოლი ოთარ მამაგეიშვცილმა თავით გაიტანა. ცნობისთვის, „იბერიას“ შემადგენლობაში აკადემიის აღზრდილების გიორგი ქუქალიას და ალექსანდრფე ამისულაშვილის დებიუტი შედგა. თბილისური გუნდი მომდევნო ამხანაგურ თამაშს 26 იანვარს ჩრდილოეთ მაკედონიის „ვარდართან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი