ბათუმის „დინამომ“ შეკრებაზე მეორე სპარინგიც წააგო

0
30

ბათუმის „დინამომ“ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი პოლონეთის ექსტრაკლასაში შარშან აღზევებულ ლუბინის „მოტორთან“ ჩაატარა. გუნდების მესვეურთა შეთანხმების შედეგად სპარინგი ოთხი 30-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა და საბოლოოდ პოლნელთა .
პოლონელებმა ანგარიში 21-ე წუთზე გახსნეს, როდესაც მარცხნიდან საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, ნდიაიემ თავით გაიტანა – 1:0. პირველი 30-წუთიანი ტაიმი  „მოტორმა: მინიმალური ანგარიშით მოიგო.
მეორე ტაიმის შუაწელში „მოტორს“ მეორე გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ პოლონელი ფეხბურთელის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
„მოტორმა“ თავის საწადელს მაინც მიაღწია, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში გაკეთებული გადაცემის შემდეგ, ცეგლარჟმა მახვილი კუთხიდან თითქოს ცუდად დაარტყა, მაგრამ ბურთი კარში ჩაეშვა – 2:0. ამ ეპიზოდში ბათუმელთა ტუნისელი ახალწვეული მცველი ოუაჰაბი  თავით ბურთის მოგერიებას უშედეგოდ შეეცადა.
მე-3 ტაიმის დასაწყისში ლუბინელთა მცველმა ბრაიტმა არ შეხედა, რომ თავისი გუნდის მეკარე თითქმის ცენტრამდე ამოსული იყო და მას ბურთი უკან დაუბრუნა, ხოლო საბოლოოდ ავტოგოლი მიითვალა – 1:2.
ჭიაბრიშვილის შეგირდებმა შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი უკრაინის „ოლექსანდრიასთან“ 0;3 წააგეს. ბათუმელები მომდევნოს სპარინგს 28 იანვარს დანიის „ვეილესთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი