არაუხომ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

0
18

რონალდ არაუხომ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2031 წლამდე გაახანგრძლივა, რის შესახებ ესპანური გრანდის პრესსამსსახური იუწყება.
25 წლის ურუგვაელი მცველი „ბარსელონაში“ 2018 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 154 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, პლუს 6 საგოლე პასი გააკეთა. მან კატალონიელებთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა და თასი თითოჯერ, ხოლო სუპერთასი ორჯერ მოიგო. ურუგვაის ეროვნული გუნდის უკანახაზელი 2024 წლიდან ბარსელონელთა ვიცეკაპიტანია. ტრავმის გამო, მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი