პსჟ-მ შკრინიარი „ფენერბაჰჩეში“ გაანათხოვრა

0
4

პსჟ-მ სლოვაკი მცველი მილან შკრინიარი მიმდინარე სეზონის ბოლომდე სტამბოლის „ფენერბაჰჩეში: გაანათხოვრა, რის შესახებ თურქული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
შკრინიარი პსჟ-ში 2023 წლის ივლისში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მანამდე, ის 2017-2023 წლებში მილანის „ინტერში“ გამოდიოდა.
სლოვაკეთის ეროვნული გუნდის უკანახაზელმა გასულ სეზონში პარიზელთა რიგებში ყველა ტურნირში 32 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მან პსჟ-ში მხოლოდ 5-ჯერ ითამაშა და ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ იჯარით გაუშვეს.
ლაშა თაბაგარი