გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლ.იგა 2-ში დაქცეითებულ „სამტრედიას“ მიხეილ აშვეთია გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 47 წლის ექსფორვარდი 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის ოქტომბრამდე წყალტუბოს „სამგურალს“ ავარჯიშებდა. ის 2020 წლის თებერვლიდან იმავე წლის მარტამდე ქუთაისის „ტორპედოში“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. აშვეთია მშობლიურ „ტორპედოს“ მეორედ სათავეში 2021 წლის იანვრიდან იმავე წლის აპრილამდე ჩაუდგა.
ლაშა თაბაგარი
