ლორიამ მოიგო, გველესიანი სასტარტოში ვერ მოხვდა

0
32

არადიპოუს “ომონიამ”, რომლის კარს გიორგი ლორია იცავს კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-19 ტურში საშინაო მატში “ომონია 29”-სთან მინიმალური ანგარიშით მოიგო.
საქართვლოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა. არადიპოუელებმა სტუმართა კამერუნელი მცველის დესლანდეს მიერ გატანილი ერთადერთი ავტოგოლით გაიმარჯვეს. “ომონია” 19 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ირანის ჩემპიონატის მე-16 ტურში “პერსეპოლისი” გასვლაზე “ზობ აჰანს” უგოლოდ გაეყარა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი გიორგი გველესიანი სტუმართა სასტარტოში არ იყო და თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო. მოქმედი ჩემპიონი “პერსეპოლისი” 30 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი