ჩაკვეტაძე დაბრუნდა

0
14

გიორგი ჩაკვეტაძემ კუნთის მცირე ტრავმა მოირჩინა და ინგლისის ჩემპიონშიფის 28-ე ტურში „პრესტონთან“ საშინაო მატჩში დაბრუნდა.
განვლილი შეხვედრა „უოტფორდისთვის“ წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მასზე სატურნირო ცხრილში გაცილებით ქვემოთ მყოფ პრესტონელებთან 1:2 დამარცხდა.
ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 53-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრებიდან ანგარიში მე-17 წუთზე ოსმაჯიჩმა გახსნა, რომელმაც 56-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 90-ე წუთზე მასპინძლებიდან ერთი ბურთი ვატამ გაქვითა. „უოტფორდი“ 41 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი