ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის, ჩემპიონთა ლიგის საერთი ეტაპზე ზედიზედ მეშვიდე თამაში წააგო. ბრატისლაველები შინ გერმანიის „შტუტგარტს“ დაუპირისპირდნენ და თავის კარში სამი ბურთი მიიღეს, ხოლო მეტოქეს ერთი გაუტანეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. კაშიამ, რომელმაც „სლოვანს“ უკაპიტნა, 30-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
სტუმრებიდან მე-11 წუთზე ანგარიში ლეველინგმა გახსნა, რომელმაც 36-ე წუთზე დუბლი შეასრულა. მასპინძლებიდან 85-ე წუთზე საპასუხო ბურთი მეტსოკომ გაიტანა. 87-ე წუთზე რაიდერმა საბოლოო წერტილი დასვა.
7 ტურის შემდეგ „სლოვანს“ ქულა არ აქვს და 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 35-ე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
