ბათუმის „დინამოში“ ტუნისელი ნახევარმცველი გაიტ ოუაჰაბი ითამაშებს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 21 წლის ფეხბურთელი თავის სამშობლოში „ესპერანსაში“ გამოდიოდა, სადაც სამი სეზონი გაატარა.
მის გარდა, ბათუმურ კლუბში „სამგურალის“ ყოფილი ფორვარდი ნიკა კალანდარიშვილი და მარცხენა მცველი ლუკა ლაკვეხელიანი ითამაშებენ, რომელმაც გასული წელი „გაგრაში“ გაატარა. „დინამოში“ ვარჯიშებობს ლიეტუელი თავდამსხმელი პაულაუსკასი.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა ანთალიაში შეკრებაზე პირველი თამაში უკრაინის „ოლექსანდრიასთან“ ჩაატარეს და 0:3 წააგეს. ბათუმელები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 24 იანვარს პოლონეთის “მოტორთან” ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი





