ანტონი სეზონს „ბეტისში“ ჩაამთავრებს

0
16

ანტონი მიმდინარე სეზონს სევილიის „ბეტისში“ დაასრულებს. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ესპანურ კლუბს ბრაზილიელი გარემარბის განათხოვრებაზე შეუთანხმდა. იჯარის დასრულების შემდეგ, „ბეტისს“ ანტონის გამოსყიდვის საშუალება არ ექნება და ფეხბურთელი „იუნაიტედში“ დაბრუნდება. მანჩესტერელები ბრაზილიელს სევილიაში ყოფნის პერიოდში ხელფასის ნაწილს გადაუხდიან. მან მიმდინარე სეზონში ინგლისური გუნდის მაისურით ყველა ტურნირში 14-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
ანტონი, რომელიც 24 წლისაა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2022 წელს ამსტერდამის „აიაქსიდან“ 100 მილიონ ევროდ შეიძინა. ბრაზილიელმა 96 სეხვედრაში მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო. ის „აიაქსამდე“ სამშობლოში „სან-პაულუში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი