„მანჩესტერ სიტიმ“ საფრანგეთის „ლანსიდან“ უზბეკი მცველი აბდუკოდირ ჰუსანოვი შეიძინა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
20 წლის ფეხბურთელმა „სიტისთან“ კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ „ლილმა“ ფიქსირებული 40 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო კიდევ 10 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. „ლილის“ ისტორიაში ეს ტრანსფერი ყველაზე ძვირადღირებულია.
მიმდინარე სეზონში ჰუსანოვმა „ლანსის“ მაისურით ყველა ტურნირში 16 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა. ის ფრანგულმა კლუბმა 2023 წელს ბელარუსის „ენერგეტიკ-ბგუ“-დან შეიძინა.
ლაშა თაბაგარი
