მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ხანგრძლივი მოუგებელი სერია შეწყვიტა

0
19

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ახალი მთავარი მწვრთნელის კარლოს კორბერანის ხელმძღვანელობით ესპანეთის ლა ლიგაში პირველი თამაში მოიგო.
მე-20 ტურში ვალენსიელებმა „რეალ-სოსიედადი“ მიიღეს და 26-ე წუთზე უგო დუროს მიერ გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა.
„ვალენსიამ“ ლა ლიგაში 7-მატჩიანი მოუგებელი (2 ფრე და 5 წაგება) შეწყვიტა და 16 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი