„სენტ-ეტიენმა“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში საშინაო შეხვედრაში ქულა ბოლო წუთებზე გადაარჩინა.
„სენტ-ეტიენმა“ სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი „ნანტი“ მიიღო და დაპირისპირება 1:1 დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმრები მე-14 წუთზე სიმონმა დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან 86-ე წუთზე თავი ბოაკუემ გამოიჩინა. „სენტ-ეტიენი: 17 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში ლიმასოლის “არისი” გასვლაზე ნიქოზიას “ომონიას” უგოლო ფრეზე გაეყარა. ჩვენი ეროვნული გუნდის ფორვარდი გიორგი ქვილითაია “არისის” სასტარტოში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. “არისი” 44 ქულით 14 გუნდში მეორეა და ლიდერ “პაფოსს” 2 ქულით ჩამორცება.
ლაშა თაბაგარი
