რუსეთის ეროვნული ნაკრების და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ იური სიომინს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს გააძლიერებს.
„ეჭვი არ მეპარება, რომ ხვიჩა პსჟ-ს გააძლიერებს, რადგან უმაღლესი დონის მოთამაშეა. მან ურთულესი იტალიური ლიგა გაიარა, სადაც საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ჩემი აზრით, ახალ კლუბში მას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს, არა მგონი, რომ პსჟ-მ წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, ხოლო მომავალ სეზონში რა იქნება ვნახავთ“ – განაცხადა სიომინმა, რომელიც კვარაცხელიას „ლოკომოტივში“ ავარჯიშებდა.
კვარაცხელიამ ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა. მისი ხელფასი ახალ კლუბში წელიწადში 9 მილიონი ევრო იქნება და პლუს კიდევ 2 მილიონი სხვადასხვა ბონუსების სახითაა გათვალისწინებული კვარაცხელიაში „ნაპოლიმ“ ფრანგული გრანდისგან 70 მილიონი ევრო მიიღო. ის ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. გარდა ამისა, ხვიჩა პსჟ-ს მიერ შეძენილ ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეებში მეოთხეა, ხოლო “ნაპოლის” მიერ ყველაზე ძვირად გაყიდულ მოთამაშეებში მეორეა.
ლაშა თაბაგარი
