ზივზივაძის პირველი მარცხი „ჰაიდენჰაიმში“

0
10

ბუდუ ზივზივაძის გადასვლის შემდეგ, „ჰაიდენჰაიმმა“ პირველ ბუნდესლიგაში პირველი თამაში წააგო. ორ მატჩში 4 ქულის აღების შემდეგ, რომლებშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, „ჰაიდენჰაიმი“ შინ „ზანკტ პაულთან“ 0:2 დამარცხდა.
ზივზივაძე ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ ამჯერად 77-ე წუთზე შეცვალეს. „ზანკტ პაული“ 25 წუთზე ეგეშყაინმა დააწინაურა, რომელმაც პენალტი გამოიყენა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მასპინძლების კარი გილავოგიმ აიღო.
„ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი