ჩაკვეტაძემ „დერბისთან“ მატჩი გამოტოვა

0
12

გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის პრემიერშიფის 27-ე ტურში სტუმრად „დერბი ქაუნთისთან“ მატჩი გამოტოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი რომ „დერბისთან“ არ ითამაშებდა, შეხვედრის წინა დღეს ტომ კლევერლის პრესკონფერენციაზე გაირკვა. „უოტფორდის“ მწვრთნელის თქმით, ჩაკვეტაძეს ბარძაყის კუნთზე მცირე პრობლემა აქვს, მაგრამ სერიოზული არაფერია. გიორგი ბოლო ერთი თვის მანძილზე ზედიზედ 8 მატჩი ჩაატარა და 7-ჯერ შეუცვლელად იასპარეზა.
უშუალოდ „დერბისთან“ დაპირისპირებას რაც შეეხება, „უოტფორმა“ 4 მატჩიანი მოუგებელი (1 ფრე და 3 მარცხი) სერია შეწყვიტა. მატჩის მე-4 წუთზე ანგარიში ლოუზამ გახსნა, ხოლო 66-ე წუთზე მასპინძლები კაიემბემ დაამწუხრა.
„უოტფორდი“ 41 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი