თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ექსფორვარდ რევაზ ჩელებაძეს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლა საქართველოსთვის ფანტასტიკური ტრანსფერია.
„ხვიჩას პსჟ-ში გადასვლა საქართველოსთვის ფანტასტიკური ტრანსფერია. მთავარია, რომ ის ბენდიერი იყოს. ეს თუ ასეა, მაშინ მთელი საქართველო ბედნიერია. პსჟ ძალიან დიდი კლუბია, რომელიც ყოველთვის სერიოზულ მიზანს ისახავს.
ხვიჩა განთავისუფლდა სტრესისგან, რომელიც „ნაპოლიში“ ჰქონდა. ამ ბიჭს უდიდესი პოტენციალი აქვს, მაგრამ „ნაპოლიში“ უბრალოდ „მოკლეს“.
ნეიმარი და მესი პსჟ-ში „ბარსელონადან“ მივიდნენ, მაგრამ ჩაქრენ, ხოლო ხვიჩა უფრო დაბალი დონის გუნდიდან გადავიდა. ისინი მივიდნენ როგორც დიადები, რომლებიც ცაში დაფრინავდნენ, რადგან საუკეთესო კლუბში ყველაფერი მოიგეს. ხვიჩა პსჟ-ში მივიდა, რომ მწვერვალი დაიპყროს“- იუწყება ჩელებაძის ნათქვამს „სპორტ-ექსპრესი“.
ლაშა თაბაგარი
