საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსთავდამსხელ ზაზა ჯანაშიას მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, საფრანგეთის ჩემპიონატში თავს უკეთესად გამოავლენს, ვიდრე იტალიის.
„რა თქმა უნდა, კვარაცხელიამ წამყვანი ევროპული გუნდების დონეს მიაღწია, ის ხომ პროფესიონალია. ძალიან მიხარია, რომ პსჟ-ში გადადის, რადგან იქ იმავე სტილში თამაშობენ, როგორც ის. ამიტომ, საფრანგეთში ხვიჩა თავს უკეთესად გამოავლენს, ვიდრე იტალიის ჩემპიონატში“ – ციტირებს ჯანაშიას sport-express.ru.
კვარაცხელია პსჟ-სთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება წელიწადში 7 ან 7,5 მილიონი ევრო იქნება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის გარემარბი „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარაებულ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, პლუს 29 საგოლე პასი გააკეთა. მან ნეაპოლელებთან ერთად 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონის ტიტული მოიგო და იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამასთანავე მის მიერ ბერგამოს “ატალანტას” კარში გატანილი გოლი სეზონში საუკეთესოდ მიიჩნიეს.
გარდა ამისა, იმავე სეზონში იტალიის პირველობის საუკეთესო მეპასე გახდა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზიც მიიღო.
ლაშა თაბაგარი
