კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე “თელავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვიპროსელი ხარალამბუს ხრისტოდული 44 წლის ვალერი გაგუამ შეცვალა.
“ვალერი გაგუა 1980 წლის 26 თებერვალს დაიბადა, სამწვრთნელო საქმიანობა კი “დინამოს” აკადემიაში დაიწყო, ბოლოს კი “დინამო 2″-ს წვრთნიდა.
მისი თანაშემწეები ლევან მერებაშვილი და ალექსანდრ პარნიუკი (ფიზმომზადების მწვრთნელი) იქნებიან, მეკარეების მწვრთნელად კვლავაც ბუხუ ოდიკაძე იმუშავებს, ანალიტიკოსად კი ანდრო გიორგობიანი იქნება” – იუწყება “თელავის” ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი
