“დინამო” შეკრებაზე პორტუგალიაში გაემგზავრა

0
33

თბილისის “დინამო” ზამთრის შეკრებაზე პორტუგალიაში გაემგზავრა. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდები პირენეს ნახევარკუნძულზე 13 თებერვლამდე დარჩება და ამხანაგურ მატჩებს გამართავს. “დინამოს’ მეტოქეთა ვინაობა ახლო მომავალში გაირკვევ. საწვრთნელი პროცესის პირველი ეტაპი კი ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა.
კაკაშვილმა პორტუგალიაში 19 ფეხბურთელი იახლა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია, პაპუნა ბერუაშვილი.
მცველები: ნიკოლოზ უგრეხელიძე, გიორგი გვასალია, ირაკლი იაკობიძე, თენგიზ გობეშია, მუხრან ბაგრატიონი, გელა სადღობელაშვილი, საბა ხარებაშვილი.
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ლუკა წულაია, ოთარ აფციაური, ნოდარ ლომინაძე, თორნიკე მორჩილაძე, ცოტნე ბერელიძე.
თავდასხმელები: დავით გოცირიძე, ვახო სალია, მათე ვაწაძე, ნიკოლოზ ჩიქოვანი.
საბა ხვადაგიანი ტრავმირებულია და გუნდს რამდენიმე დღეში შეუერთდება.
რაც შეეხება ალექსანდრე კალანდაძეს, ნიკა ნინუას, ვასილიოს გორდეზიანს, ლევან ოსიყმაშვილს, ჯადული იობაშვილს, ბენსონ ანანგს და დომინიკ რაიტერს, კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ფეხბურთელების მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა.
ლაშა თაბაგარი