ხვიჩა კვარაცხელიას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბიდან წასვლა სურს. იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამტკიცებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების და „ნაპოლის“ გარემარბის შეძენის მთავარი კანდიდატი პსჟ-ეა. პარიზული კლუბის ხელმძღვანელებმა „ნაპოლის“ მესვეურებთან უკვე ისაუბრეს ფეხბურთელის სატრანსფერო თანხაზე, რომელმაც შესაძლოა 80 მილიონი ევრო შეადგინოს. კვარაცხელიას წარმომადგენლები პსჟ-ს პირადი კონტრაქტის დეტალებზეც ესაუბრებიან.
ცნობისთვის, პსჟ-მ კვარაცხელიას სანაცვლოდ თანხის გარდა, “ნაპოლის” მილან შკრინიარიც შესთავაზა. თუმცა, იტალიურმა მხარემ უარი თქვა სლოვაკი მცველის მაღალი ხელფასის გამო.
23 წლის მოთამაშეს ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
