გიორგი ონიანის გაწვრთნილი „გაგრა“, რომელმაც გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, სამმა ფეხბურთელმა დატოვა. ამის შესახებ გაგრელთა პრესსამსახური იუწყება:
„ოთარ აფციაურს და ირაკლი იაკობიძეს იჯარა, ხოლო გიორგი ქიმაძეს კონტრაქტი ამოეწურათ და ჩვენი გუნდი დატოვეს. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ბიჭებს გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვოთ წარმატება“.
ლაშა თაბაგარი
