გიორგი ჯგერენაია მომავალ სეზონშიც თბილისის „იბერიაში“ ითამაშებს.. 30 წლის მცველმა თბილისელებთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. ჯგერენაია „იბერიაში“ მეოთხე სეზონია გამოდის და წელს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მოიგო, ხოლო მანამდე დავით ყიფიანის სახელობის თასს ორჯერ დაეუფლა. ჯგერენაია განვლილი სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი





