შენგელიას და გუგეშაშვილის უიღბლო დღე საბერძნეთში

0
40

ოფი, რომელშიც ლევან შენგელია თამაშობს, საბერძნეთის სუპერლიგის მე-14 ტურში შინ ათენის აეკ-ს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა – 1:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მასპინძლების სასტარტოში იყო და მოედანზე ორი ტაიმი გაატარა. ოფი-მ ანგარიში 36-ე წუთზე გახსნა, მაგრამ პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-6 წუთზე ბურთი თავის კარში მიიღო. აეკ-მა გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე გაიტანა. ოფი 16 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მეათეა.
„პანსერაიკოსმა“ პაოკი მიიღო და 1:4 წააგო. ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა დამარცხებულებში შეუცვლელად ითამაშა. „პანსერაიკოსი“ 16 ქულით მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი