დავითაშვილის გუნდი ზედიზედ მეორედ დამარცხდა

0
72

„სენტ-ეტიენმა“, რომლის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი იცავს, საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. მე-14 ტურში „სენტ-ეტიენი“ შინ გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფ „მარსელს“ დაუპირისპირდა და 2 უპასუხო ბურთი გაუშვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. სტუმრები მე-17 წუთზე რაბიომ დააწინაურა, ხოლო 65-ე წუთზე გრინვუდმა „სენტ-ეტიენის“ კარი კიდევ ერთხელ აიღო. „სენტ-ეტიენი“ 13 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი