კვარაცხელიას მესამე საგოლე პასი სეზონში

0
64

სვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში თავისი მესამე საგოლე გადაცემა  შეასრულა. მე-14 ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ტორინოს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
მატჩის მე-18 წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და მისი დარტყმული ზედა ძელს გადაცდა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში ტურინელთა საჯარიმოში მყოფი ქართველი კარს კიდევ ერთხელ დაემუქრა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეფარა.
23-ე წუთზე მასპინძლების ნახევარზე მყოფმა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან პასი საჯარიმოში რომელუ ლუკაკუს გაუკეთა, რომელმაც ქუსლით დაარტყა და მეკარემ ბურთი უკუაგდო. ციტა ხანში, გოლის გატანა თავად ხვიჩას შეეძლო, რომლის თავური ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს აცდა.
31-ე წუთზე „ტორინოს“ საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი კვარაცხელია ერთ მცველს გაცდა და პასი მაკტომინეის მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი მიიღო, ხოლო მეორეთი კარში გადაგზავნა – 0:1. 37-ე წუთზე ნეაპოლელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა სანაბრიამ პასი კარის წინ მდგომ კოკოს მისცა, რომელმაც ორი მეტრიდან კარში ვერ დაარტყა და ასპროცენტიანი მომენტი გააცუდა, 67-ე წუთზე „ტორინოს“ ნახევარზე მყოფმა პოლიტანომ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და ოლივერს თავურის შემდეგ, ვანია მილენკოვიჩ-სავიჩმა ნახტომში თავისი გუნდი კიდევ ერთი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
კვარაცხელია მე-80 წუთზე შეცვალეს. მან ამ სეზონში 3 საგოლე გქადაცემის გარდა, 5  გოლი მიითვალა. „ნაპოლი“ 32 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს მე-15 ტურში “ფროზინონემ” “ჩეზენა” მიიღ და 3:2 აჯობა. საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო. “ფროზინონე” 10 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი