ქუთაისის “ტორპედომ” მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოგების შანსი დაკარგა. 35-ე ტურში წყალტუბოში მდებარე საფეხბურთო ცენტრში “სამგურალთან” გამართულ მატჩში შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილი “ტორპედო” მინიმალური სხვაობით დამარცხდა. მასპინძლები მე-15 წუთზე თედო კიკაბიძემ დააწინაურა, რომელმაც პენალტი გაიტანა. “ტორპედოდან” საპასუხო ბურთი ასევე თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ლევან კუტალიამ “სამგურალს” სამი ქულა მოუტანა. “ტორპედო” 67 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, ხოლო იტალიელი რუდოლდო ვანოლის გაწვრთნილ “სამგურალს” მე-5 პოზიციას ვერავინ შეეცილება.
სამგურალი 2:1 ტორპედო
კახა ჩხეტიანის თავკაცობით ფოთის “კოლხეთმა” ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში თბილისის “დინამო” მიიღო და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. “კოლხეთი” მე-16 წუთზე გიორგი ახალაძემ დააწინაურა, ხოლო 23-ე წუთზე ერეკლე გიგიაძემ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 88-ე წუთზე “კოლხეთიდან” თავი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა გიორგი აბუაშვილმა გამოიჩინა. ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერის თავკაცობით “დინამომ” 39 ქულა დააგროვა და მეექვსეა, ხოლო “კოლხეთი” 38 ქულით მეშვიდეა.
კოლხეთი 1913 3:0 დინამო თბ
ლაშა თაბაგარი





