კვარაცხელიამ ჩემპიონთან ქულა აიღო

0
50

იტალიის სერია A-ს ლიდერი “ნაპოლი” მე-12 ტურში სტუმრად მოქმედ ჩემპიონ მილანის “ინტერს” დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის 23-ე წუთზე კვარაცხელიას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, რაჰმანიმ პასი მაკტომინეის გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1. 43-ე წუათზე ჩალხანოღლუმ დაახლოებით 25 მეტრიდან ზლიერად დაარტყა და მერეტმა ბურთს ხელი კი შეახო, მაგრამ ნეაპოლელები გოლის გაშვებას ვერ გადაარჩინა – 1:1.
72-ე წუთზე ანგისამ თავის საჯარიმოში დუმფრისი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა.თერთმეტმეტრიანი ჩალხანორლუმ შეასრულა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და ნეაპოლელებმა 26 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნეს.
ლაშა თაბაგარი