პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურში „კრაკოვიამ“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა, შინ უხვგოლიან მატჩში „კატოვიცესთან“ 3:4 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები თითქმის მთელი შევხედრა მდევრის როლში იყვნენ და ანგარიში მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაათანაბრეს. თუმცა, ოთხ წუთში გოლი ისევ გაუშვეს და საბოლოოდ უქულოდ დარჩნენ. „კრაკოვია“ 29 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზე არიან.
ირანის ჩემპიონატის მე-4 ტურში გიორგი გველესიანის „პერსეპოლისმა“ სტუმრად „გოჰარს“ 1:0 აჯობა, ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა მოედანზე ორი ტაიმი გაატარა. მოქმედი ჩემპიონი „პერსეპოლისი“ 20 ქულით 16 გუნდში მეორეა.
ლაშა თაბაგარი





