საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას ოქტომბრის თვის რეიტინგში სექტემბერთან შედარებით ერთი საფეხურით დაქვეითდა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 67-ე პოზიციაზეა.
ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში საქართველოს მეტოქეებს რაც შეეხება, უკრაინა 25-ეა, ჩეხეთი 45-ე, ხოლო ალბანეთი – 65-ე.
რეიტინგის სათავეში ისევ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინაა, მეორე ადგილზე საფრანგეთის, ევრო 2024-ის გამარჯვებული ესპანეთი კი მესამეა.
ლაშა თაბაგარი





