„გაგრა“ თასის ნახევარფინალში გავიდა

0
74

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხე ნახევარფინალისტი „გაგრაა“.
დღეს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გამართულ მატჩში გიორგ ონიანია გაწვრთნილმა გაგრელებმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი თბილისის „დინამო 2“ დაამარცხეს.
შეხვედრის 32-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა ანგარიში გახსნა. 54-ე წუთზე მასპინძლების კარი ნოდარ ქავთარაძემ აიღო, ხოლო 88-ე წუთზე წერტილი გოგა გოგოლაძემ დასვა.
„გაგრას“ გარდა ნახევარფინალში თბილისის „დინამო“, ფოთის „კოლხეთი“ და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე სპაერი ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი