იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში „ქართული“ დერბი შედგა. „ემპოლიმ“, რომელშიც მცველი საბა გოგლიჩიძე გამოდის, „ნაპოლი“ მიიღო, რომლის ერთ-ერთ ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ფეხბურთელი სასტარტოში იყო.
მატჩის პირველი ტაიმი უღიმღამო აღმოჩნდა. დასაწყისში მასპინძლებმა შეუტიეს ნეაპოლელთა კარს სახიფათოდ და მეკარემ ბურთი ფეხებით მოიგერია. ამის შემდეგ ვითარება არცერთ კართან გამწვავებულა.
61-ე წუთზე ფაუსტინო ანჯორინმა თავის საჯარიმოში თავის საჯარიმოში „ნაპოლის“ მოთამაშე წააქცია და მსაჯმა ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლიში“ პირველი თერთმეტმეტრიანი შეასრულა და სტუმრები დააწინაურა – 0:1. მან მიმდინარე სეზონში თავისი მე-4 გოლი გაიტანა. ის 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გოგლიჩიძემ მოედანი 78-ე წუთზე დატოვა.
„ნაპოლიმ“ 19 ქულით იტალიის 20-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა, ხოლო „ემპოლიმ“ ზედოზედ ორი თამაში წააგო და 10 ქულით მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
