გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი ბათუმის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე წარმატებული აღმოჩნდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში დინამოელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე “გაგრას” დაუპირისპირდნენ და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს. ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე საფარის განახლების პროცესი მიდის და ამის გამო, მასპინძლებმა დისლოკაციის ადგილი დროებით შეიცვალეს.
მატჩის მე-11 წუთზე ანგარიში ბოლო ტურებში ბათუმელთა შეტევის ლიდერმა ანგოლელმა ბალბურდიამ გახსნა, როდესაც საჯარიმოში მყოფმა მარჯვენა ფლანგიდან ტამბედოს ჩაწოდების შემდეგ თავით ბურთი ბადეში გაახვია – 1:0. პირველი ტაიმისთვის მთავარ მსაჯ გიორგაძის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე გაგრელთა მცველი დავით უბილავა ლუკა ქაფიანიძეს ეუხეშა და გააძევეს.
62-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა რევაზ ჩიტეიშვილმა სტუმართა საჯარიმოში ზუსტი პასი რევაზ ინჯგიას გაუკეთა, რომელმაც მცველს დაასწრო და ერთი შეხებით ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 2:0. 69-ე წუთზე ბრაზილიელი ვანდერ სილვამ თავის საჯარიმოში უხეშად შეცდა და ბურთი ბექა გაბისკირიას “ჩააბარა”, რომელმაც “დინამოს” კარი აიღო – 2:1. 71-ე წუთზე მასპინძლების უკრაინელმა ლეგიონერმა არტემ მილჩენკომ დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და “ცხრიანში” “შეაგდო” – 3:1. 89-ე წუთზე ბათუმელთა საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა გაბისკირიამ კარის წინ გიორგი ლექვთაძე მოძებნა, რომლის თავური ზუსტი აღმოჩნდა – 3:2.
“დინამო” 45 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო გიორგი ონიანის გაწვრთნილმა “გაგრამ” 26 ქულით მეცხრეა.
დინამო ბთ 3:2 გაგრა
ლაშა თაბაგარი
