მესი: „პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ და ტიტულების მოგება მსურს“

0
33

ლიონელ მესის თქმით, „ინტერ მაიამიში“ გადასვლა არ ნიშნავს, რომ მალე პენსიაზე გასვლას აპირებს. არგენტინის ეროვნული ნაკრების 37 წლის კაპიტანმა ამის შესახებ ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-სგან მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზის მიღების შემდეგ განაცხადა. .
„მადლობა ამ აღიარებისთვის. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყოველთვის ვამბობ, რომ ვერცერთ ტიტულს მოვიგებდი იმ ხალხის გარეშე, რომლებიც მხარს მიჭერენ და ასევე თანაგუნდელების გარეშე ნაკრებში და კლუბებში რომლემშიც მითამაშია.
„ინტერ მაიამიში“ გადასვლა არ ნიშნავს, რომ მალე პენსიაზე გავალ. ფეხბურთის თამაში კიდევ ბევრი წლის განმავლობაში შემიძლია. ტიტულების მოგება ძველებურად მსურს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ასაკი მოემატა, ხოლო ჩემი ოჯახი უფრო გაიზარდა. მათ მხარდაჭერას ვგრძნობ და ამიტომ, ვერავინ შემაჩერებს“ – იუწყება მესის ნათქვამს Marca.
არგენტინელმა კარიერის განმავლობაში 46 გუნდური და 56 ინდივიდუალური ტიტული მოიგო.
ლაშა თაბაგარი