ლაპორტა: „იამალი 250 მილიონად არ გავყიდეთ“

0
18

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას თქმით, გარემარბი ლამინე იამალი 250 მილიონ ევროდ არ გაყიდეს.
„კლუბში როდესაც მივედით კატასტროფული სიტუაცია დაგვხვდა. სიმართლე ისაა, რომ გაკოტრების ზღვარზე ვიყავით, მაგრამ ვითარება გამოვასწორეთ. შემოსავალი გავზარდეთ, ხარჯი შევამცირეთ, ხოლო სახელფასო ფონდი 170 მილიონი ევროთი შევკვეცეთ. ასეთ შემცირებას რომ მიაღწიო, მოლაპარაკების წარმართვი საუცხოო უნარი უნდა გქონდეს.
ჩვენ ასევე ვიცით როგორ გავყიდოთ 80 მილიონად ფეხბურთელები და მხოლოდ სპორტული პრინციპით ვიხელმძღვანელოთ. ჩვენ ვართ კლუბი, რომელიც მოთამაშეებს პასუხისმგებლობით და გააზრებულად ყიდულობს. ზოგიერთი ამბობს, რომ მოთამაშეებიო ბიუჯეტის დასაბალანსებლად გავყიდეთ, მაგრამ ასე არაა, ჩვენ ეს სპორტული მიზეზით გავაკეთეთ.
„ბარსელონას“ მსგავსი სხვა ადგილი არაა. ჩვენ ვიცით ფეხბურთელები როგორ გავყიდოთ და ასევე მათ მაგივრად მოსულებმა თავისი ნამდვილი სახე უნდა აჩვენონ.  გჭირდება მოთამაშეები, რომლებსაც აქ თამაში სურთ. ჩემთან მოვიდნენ და იამალის სანაცვლოდ 250 მილიონი შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვუთხარი“ – იუწყება ლაპორტას ნათქვამს ესპანური მედია.
ლაშა თაბაგარი