ოთარ კიტეიშვილი: “შრომა უნდა გავაგრძელოთ და შედეგი იქნება”

0
21

ოთარ კიტეიშვილს ეიმედება, რომ დაშვებულ შეცდომებს სათანადოდ გაანალიზებენ და ნოემბრის მატჩებში გამოასწორებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგის პირველი ჯგუფის მე-4 ტურში თბილისში ალბანეთთან 0:1 მარცხის შემდეგ განაცხადა.
ოთარ კიტეიშვილი : “სექტემბრის თამაშების შემდეგ მოლოდინი გვქონდა, რომ ჯგუფის ფავორიტები ვიყავით, მაგრამ გამოჩნდა, რომ ძალიან თანაბარი ჯგუფია და ყველა გუნდს თანაბარი შანსი ექნება ჯგუფის მოგების. შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, შევისწავლოთ, რას არ ვაკეთებთ სათანადო დონეზე და გამოვასწოროთ ნოემბრის მატჩებში. აუცილებელია კარგი შედეგის ჩვენება და იმედი მაქვს, რომ ჯგუფის წარმატებით დასრულებას შევძლებთ.
წინა მატჩთან შედარებით, მეტოქე უფრო მეტად კომპაქტურად იცავდა თავს, ნაკლებ სივრცეს გვიტოვებდა და ცდილობდა, რომ ფლანგებიდან შეგვეტია, რამაც გაართულა ჩვენთვის სივრცეების პოვნა. გვქონდა გარკვეული მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია. ორივე თამაშში მსგავსი გოლები გავუშვით, თითქოს იღბალიც არ იყო ჩვენს მხარეს. უნდა გავაგრძელოთ შრომა, განვითარება და შედეგი აუცილებლად იქნება”.
ლაშა თაბაგარი