ავსტრიის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა ოთარ კიტეიშვილი 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან სპეციალური პრიზი „ბრუნო“ მიიღო, რომელის ცნობილი ავსტრიელი ფეხბურთელის ბრუნო პეაცას სახელს ატარებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გამოკითხვაში ჯონ გორენც სტანკოვიჩს და ალექსანდრ პრასს აჯობა.
გასულ სეზონში 28 წლის კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 29 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან “შტურმთან” ერთად ავსტრიის ჩემპიონატი და თასი მოიგო.
ცნობისთვის, კიტეიშვილი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბების პრეზიდენტების, მწვრთნელების და მენეჯერების გამოკითხვის შედეგადაც დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი





