ალბანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ ერთა ლიგის B ლიგაში 11 ოქტომბერს პრაღაში ჩეხეთთან, ხოლო 14 ოქტომბერს თბილისში საქართველოსთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ბრაზილიელმა სპეციალისტმა შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: ტომაშ სტრაკოშა (აეკ, საბერძნეთი), ალენ შერი (კალიარი, იტალია), ელჰან კასტრატი (ჩიტადელა, იტალია).
მცველები: ელსეიდ ჰისაი (ლაციო, იტალია), ივან ბალიუ (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), მარიო მიტაი (ლოკომოტივი, რუსეთი), ანდი ჰადროი (პარტიზანი), არდიან ისმაილი (ემპოლი, იტალია), ბერათ ჯიმსიტი (ატალანტა, იტალია), არლინდ აჯეტი (ბოდრუმი, თურქეთი), ენეა მიჰაი (ფამალიკაო, პორტუგალია), მარაშ კუმბულა (ესპანიოლი, ესპანეთი).
ნახევარმცველები: ილბერ რამადანი (ლეჩე, იტალია), ამირ აბრაში (გრასჰოპერსი, შვეიცარია), კრისტიან ასლანი (ინტერი, იტალია), ნედიმ ბაირამი (სასუოლო, იტალია), ქაზიმ ლაჩი (სპარტა ჩეხეთი), ერნესტ მუჩი (ბეშიქთაში, თურქეთი), ადრიონ პაჯაზიტი (გორიცა, ხორვატია).
თავდამსხმელები: ტოლენ სეფერი (ვორსკლა, უკრაინა), არბერ ჰოჯა (დინამო ზაგრები, ხორვატია), მირლინდ დაკუ (რუბინი, რუსეთი), მირტო უზუნი (გრანადა, ესპანეთი), იასი ასანი (გვანჯუ, სამხრეთ კორეა).
