კვარაცხელია სანაკრებო პაუზაზე ლიდერად გავიდა

0
20

„ნაპოლი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერია ხვიჩა კვარაცხელიაა სანაკრებო პაუზაზე ლიდერის რანგში გავიდა. ანტონიო კონტეს გაწვრთნილებმა იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში სესკ ფაბრე4გასის დამოძღვრილ „კომოს“ უმასპინძლეს და ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს.
მატჩის 27-ე წამზე რომელუ ლუკაკუს გადაცემის შემდეგ, შოტლანდიელმა მაკტომინეიმ ანგარიში გახსნა – 1:1. 32-ე წუთზე „კომოს“ ესპანელმა ლეგიონერმა ნიკო პასმა სორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 43-ე წუთზე სტრეფეცამ დაახლოებით 18 მეტრიდან კარის მიმართულებით გაგზავნა ბურთი, რომელიც ბადეში აღმოჩნდა – 1:1. ამ ეპიზოდში ნეაპოლელთა მეკარე კაპრილემ არცთუ საიმედოდ ითამაშა. პირველ ტაიმში კვარაცხელიამ კუთხურიდან პირდაპირ კარში „ჩაახვია“ ბურთი, რომელიც მეკარემ მოიგერია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში „ნაპოლის“ პრესინგის შემდეგ, სტუმარმა ფეხბურთელებმა ბურთი დაკარგეს და მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი ოლივერა წააქცია სერხი რობერტომ, რის გამო მსაჯმა პენალტი დანიშნა. რომელუ ლუკაკუმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 2:1.
ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრების გარემარბმა შექმნა სახიფათო მომენტი, როდესაც ორ მცველს გაცდა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა, მაგრამ „კომოს“ გოლკიპერმა ბურთი ხელებში დაიჭირა.
79-ე წუთზე კვარაცხელია ნერეშმა შეცვალა, რომელმაც 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
„ნაპოლი“ 16 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგრი