ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ფარიდუნ სალნევმა უარყო რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად გელა შეყილაძის ნაცვლად იგორ ჩერევჩენკოს დანიშვნის შესახებ.
„ეს სიმართლე არაა. ჩერევჩენკოსთან მოლაპარაკება არ გვიწარმოებია და არც ახლა ვაწარმოებთ. ერთი თვის წინ კონტრაქტი გელა შეყილაძესთან გავაფორმეთ, რომელიც გუნდს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე უხელმძღვანელებს“ – განაცხადა სალნევმა.
შეყილაძემ ტაჯიკების თავკაცის თანამდებობაზე საქართველოს ნაკრების ექსმწვრთნელი პეტერ შეგრტი შეცვალა. მანამდე, ის ხორვატი სპეციალისტის თანაშემწე იყო თამაზ ბოკერიასთან ერთად.
ლაშა თაბაგარი
