წიტაიშვილის გაუგებარი შეცვლა – “გრანადამ” მწვრთნელი გაუშვა

0
10

“გრანადამ”, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი გამოდის, მიმდინარე სეზონში თავის მოედანზე ისევ ვერ მოიგო. ესპანეთის სეგუნდა დივიზიო ნის მე-6 ტურში გრანადელებმა “მალაგა” მიიღეს და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისას ორჯერ დაწინაურდნენ, მაინც მხოლოდ ქულა აიღეს,
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი თავის გუნდში ერთ-ერთ გამორჩეული იყო და როდესაც ბურთს იღებდა, ფაქტობრივად ყოველთვის მეტოქის კართან სიტუაციას ამწვავებდა. მას გოლის გატანის შანსიც ჰქონბდა, როდესაც სტუმართა საჯარიმოს კარში ახლო მანძილიდან, მაგრამ მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარემ ბურთი ფეხით მოიგერია, გარდა ამისა, წიტაიშვილი კიდევ ერთხელ დაემუქრა მოწინააღმდეგის კარს სახიფათოდ, თუმცა, მიზანს ცოტა ააცილა.
56-ე წუთზე ქართველის დაწყებული კომბინაცია ონგლამ გააგრძელა და ნევამ ანგარიშის გახსნით დაასრულა – 1:0. მე-60 მწუთზე “გრანადას” მცველი თავის ნახევარზე უხეშად შეცდა და კორდერომ საპასუხო ბურთი გაიტანა. 69-ე წუთზე წიტაიშვილი შეცვალეს, რაც მოულოდნელი იყო.
77-ე წუთზე მასპინძლები ალბანეთის ნაკრების ფორვარდმა უზუნიმ დააწინაურა, მაგრამ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მონტემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.
“გრანადას”, რომელიც ახალ სეზონს დიდი ამბიცით შეხვდა 6 ქულა აქვს და 22 გუნდში მე-12 ადგილზეა. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა აბასკალი მთავარი მწვრთნელის ტანამდებობიდან დაითხოვეს.
ლაშა თაბაგარი