„სენტ-ეტიენს“ რაც საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში თავს ნიცაში გადახდა, ალბათ კლუბის ხელმძღვანელებით დაწყებული ფეხბურთელებით დამთავრებული ყველაზე ცუდ სიმზარშიც ვერ ნახავდნენ.
ზურიკო დავითაშვილის გუნდი ადგილობროვ „ნიცასთან“ 0:8 განადგურდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
„სენტ-ეტიენმა“ პირველი ტაიმი 0:6 წააგო, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ ორი გოლი გაუშვა და ეს დღე კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ შავ ლაქად შევა. ლიგა 1-ში წელს დაბრუნებული „სენტ-ეტიენი“ 3 ქულით 18 გუნდში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





