საზონოვმა მძიმე ტრავმა მიიღო

0
18

საბა საზონოვმა „ემპოლის“ ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო. იტალიურის კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს მარჯვენა მუხლის წინ ჯვარედინი იოგები გაუწყდა. მას კიდევ დამატებით სამედიციონო გამოკვლელვას ჩაუტარებენ, რათა გამოჯანმრთელების ზუსტი ვადა დადგინეს.
საზონოვმა მიმდინარე სეზონში „ტორინოში“ დაიწყო, სადახ ერთხელ ითამაშა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე ტურინელებმა 22 წლის ფეხბურთელი „ემპოლიში“ გაანათხოვრეს, რომლის რიგებში მას არ უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ „ემპოლიში“ კიდევ ერთი ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე გამოდის, რომელმაც ბოლო ორ ტურში სერია A-ში ორჯერ შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი