ბუდუ ზივზივაძე ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა „კიკერმა“ მიმდინარე სეზონში ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ დაასახელა.
მე-2 ბუნდესლიგის მე-5 ტურში „კარსლრუემ“ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის დუბლის წყალობით შინ „შალკე“ 2:0 დაამარცხა.
ზივზივაძემ ამ სეზონში 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ის მე-2 ბუნდესლიგის საუკეთესო მომბარდირია.
ლაშა თაბაგარი
