დავითაშვილს კარგი თამაში სიმბოლურით დაუფასდა

0
14

„სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ავტორიტეტულმა გამოცემა „ეკიპმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
განვლილ ტურში “სენტ-ეტიენმა” “ლილი” მიიღო და მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მე-6 წუთზე თანაგუნდელის პასის შემდეგ, დავითშვილმა ერთი შეხებით ბურთი თავს ზემოთ სტუმართა მცველს გადაუგდო და საჯარიმოში შესულმა ზუსტი გადაცემა კაფაროს გაუკეთა, რომელმაც “ცხრინში” ზუსტად დაარტყა.
ზაფხულში “სენტ-ეტიენში” გადასვლის შემდეგ, დავითაშვილმა 4 შეხვედრაში პირვლი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი