კვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი მეორედ სეზონში

0
82

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ს ერთ მატჩში გოლი და საგოლე პასი მეორედ მიითვალა. მე-4 ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „კალიარის“ 4 უპასუხო გოლი გაუტანა და საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიიტანა.
მატჩის მე-18 წუთზე დი ლორენცომ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ბურთი „კალიარის“ მცველის ფეხიდან კარში აღმოჩნდა – 0:1. მეორე ტაიმის დასაწყისში ნეაპოლელთა მეკარე მერეტმა თავისი გუნდი გოლის გაშვებას ორჯერ გადაარჩინა. ამის შემდეგ მასპინძლების ნახევარმცველის შორიდან დარტყმული ბურთი კარის ზედა ძელს მოხვდა. |
66-ე წუთზე ლუკაკუს გადაცემის შემდეგ კვარაცხელიას მოედნის ცენტრიდან დაიძრა და საჯარიმოში შესულმა ახალო კუთხეში დარტყმით გაიტანა – 0:2. კვარაცხელიას მიერ “კალიაარის” კარში გატანილი ბურთი, 50-ე “ქართული” გოლია სერია A-ში. აქედან ნახევარი ხვიჩას ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი – ლევან მჭედლიძის და კახა კალაძის. 70-ე წუთზე „კალიარის“ მეკარე თავის საჯარიმოში თანაგუნდელს უკეთებდა პასს, რომელიც კვარაცხელიამ ჩაჭრა და მის მიერ პოლიტანოსკენ გაგზავნილი ბურთი ამ უკანასკნელმა გაატარა, ხოლო ლუკაკუმ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა – 0:3. კვარაცხელია 74-ე წუთზე შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა მაკტომინეიმ შეცვალა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ნერეშის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ბონჯორნომ თავით წერტილი დასვა – 0:4. მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი, რომლის მიღების ერთ-ერთ კანდიდატი ქართველიც იყო, ლუკაკუს გადასცეს.
ლაშა თაბაგარი