ივან ჰაშეკი: “ძალიან გულდაწყვეტილი ვარ”

0
20

ერთა ლიგის B ლიგის პირველ ტურში თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსთან 1:4 წაგების შემდეგ, ჩეხების ნირწამხდარმა მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ძალინა გულდაწყვეტილია, რადგან სულ სხვა შედეგს გეგმავდა.
ივან ჰაშეკი: “თამაშს დადებითად რა თქმა უნდა, ვერ შევაფასებ. გულდაწყვეტილი და უკმაყოფილო ვარ. ვნერვიულობდით, თამაშის დროს ჩვენს ფეხბურთელებს უარყოფითი განწყობა ჰქონდათ. ქართველებმა ყველაფერში ბევრად გვაჯობეს. გავიმეორებ, რომ ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ვიმედოვნებ, რომ უკრაინასთან, როგორც თამაშის ხარისხი, ისე შედეგი უკეთესი იქნება და უფრო მეტად კონცენტრირებული ვიქნებით.
თამაშამდე კარგი ვარჯიშები გვქონდა. არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ გუნდი მზად არ იყო, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე, ჩემი მოლოდინი მცდარი გამოდგა. იმედია, უკრაინასთან მენტალურად უფრო მეტად ვიქნებით მზად.
რა თქმა უნდა, სტადიონის ემოციები იგრძნობოდა, ვიცოდით, რომ საქართველოს გულშემატკივრისგან დიდი მხარდაჭერა ექნებოდა. ეს მუხტი სტადიონზე იგრძნობოდა, რამაც ჩვენს ფეხბურთელებზე ცოტა დამთრგუნველად იმოქმედა“.
ლაშა თაბაგარი